Thursday, March 25, 2010

  1. პოექტის სახელი: კ ა ხ ე თ ი .
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ისტორიას, გეოგრაფიასა და კულტურას.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ,,კახეთის" ისტორიას. შეადგენენ მარშრუტს, რომ გაეცნონ კახეტის რვავე რაიონს. თანატოლებს გააცნობენ თითოეული რაიონის ისტორიას, კულტურას და ადათ–წესებს. ასახავენ ყველაფერს ფოტოგრაფიულად და შეისწავლიან კახეთის დემოგრაფიულ მდგომარეობას. პროექტზე მუშაობისას მოიძიებენ მასალებს გეოგრაფიიდან, ისტორიიდან და ხელოვნებიდან. ახალი ფოტოებიდან შექმნიან სლაიდებს, გააკეთებენ ჩანახატებს, დაწერენ მეცნიერულ სტატიებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 9–10 კლასები.
  5. ვადების ხანგრძლივობა: 5–6 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კახეთის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. თითოეულ საკითხზე სლაიდების მომზადება და ფოტო მასალის გადაღება, ალბომების შექმნა და გამოფენა.
  7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან როგორც სახელმძღვანელოზე ასევე საველე პირობებში მუშაობას. წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ-გეოგრაფიულ ძეგლებზე, კახეთის ადათ-წესებზე, სამზარეულოზე. ასევე გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის, ინტერვიუს აღების უნარი. ეს ხელს შეუწყოფს მოსწავლეთა დაახლოვებას, ურთიერთთანამშრომლობას, ჯგუფურ მუშაობას. მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება და ბუნებისადმი სიყვარული. გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი.
  8. სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის დათვალიერების შემდეგ დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას კახეთის შესახებ.
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან მუშაობა: გეოგრაფია– გაიუმჯობესებენ რუკასთან მუშაობას. ისტორია– მოიძიებენ კახეთის ისტორიას, თქმულებებს, ლეგენდებს. ახდენენ მის დამუშავებას და ანალიზს. ხელოვნება– გადაიღებენ ფოტოებს, შექმნიან სლაიდებს. ისტ.ტექნოლოგიები– ისწავლიან სხვადასხვა პროგრამებში მუშაობას.